სოციალურიპროექტი
„დავეხმაროთ მრავალშვილიან
დედას’’.
ავტორი -ნათია გოგნიაშვილი
მონაწილეები - სკოლის მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები, ადმინისტრაცია.
კლასი -III-5
პერიოდი - 27.09- 21.10.2019 წ.
თემის აქტუალობა:
დედობა თავისთავად დიდი სიხარულია, მაგრამ რამოდენიმე
სვლის დედობა ორმაგად ბედნიერს ხდის ქალს. დღეს უკვე იშვიათობაა მრავალშვილიანი დედები.
დედების როლს ხშირად სათანადოდ არ აფასებენ და უმნიშვნელოდაც კი თვლიან. უკვე რამდენიმე
ათწლეულია, რაც ზოგ კულტურაში ბავშვებზე ზრუნვას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. მათი აზრით,
ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე კარიერა და მას ზედმეტ ტვირთადაც კი მიიჩნევენ.
უმრავლესობა ასეთ დამოკიდებულებას უკიდურესობად თვლის, მაგრამ, ჩვეულებრივ, დედებს
შინამოსამსახურეებივით ეპყრობიან და ბავშვებზე ზრუნვას მეორეხარისხოვან საქმედ მიიჩნევენ.
ზოგი იმასაც კი ფიქრობს, რომ ქალს თავისი სრული პოტენციალის გამოსავლენად კარიერის
გაკეთება სჭირდება. ჩვენ ვაფასებთ და ვამაყობთ დედებით, ამიტომ დაიგეგმა სოციალური
პროექტი სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლებისმონაწილეობით. ამის გათვალისწინებით ძალიან
აქტუალურია ახალგაზრდებისათვის პასუხისმგებლობის,
ტოლერანტობისა და დედებზე ზრუნვის უნარების გამომუშავება. ისინი, სამწუხაროდ, საზოგადოებაში
მაგალითს ნაკლებად ხედავენ. ამიტომ სკოლამ აუცილებლად უნდა შეიტანოს თავისი მნიშვნელოვანი
წვლილი პიროვნებაში ამ თვისებების განვითარების კუთხით. მართალია, მოსწავლეებში ამ
უნარების განვითარებას სასწავლო ესგ-ით გათვალისწინებული აქტივობები უწყობენ ხელს,
მაგრამ მათ უნდა შეძლონ პრაქტიკული ქმედებების
განხორციელება საზოგადოების იმ ნაწილთან ერთად, ვის მიმართაც აქვთ ნდობა, ასეთები კი
მათი უფროსი თაობა (მშობლები, მასწავლებლები) არიან. ამიტომ დაიგეგმა სოციალური პროექტი
კლასის მოსწავლეების და მათი მშობლების მონაწილეობით.
პროექტის მიზნები:
განავითაროს სკოლის მოსწავლეებში ზოგადი განათლების
ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები;
ა)
ქვეყნისინტერესების, ტრადიციებისადაღირებულებებისმიმართსაკუთარიპასუხისმგებლობისგააზრება;
ბ)
კომუნიკაციაინდივიდებთანდაჯგუფებთან.
გ) ტოლერანტობისა და
ემპათიის გამოწვევა.
მოკლევადიანი მიზნები:
ორგანიზება და საჭირო
ნივთების შეგროვება, მრავალშვილიანი ოჯახის მონახულება.
გრძელვადიანი მიზნები:
ტოლერანტობისა და ემპათიის
გამოწვევა, სხვისი გასაჭირის გაზიარება.
პროექტის ამოცანები
1. I ეტაპი - პროექტის იდეისა, მიზნისა და ამოცანების დამუშავება;
მშობელთა კრების მოწვევა;
2. II ეტაპი.-პროექტის ეტაპებზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა;
3. III ეტაპი -შეგროვდეს ტანსაცმელი მაქსიმალური შესაძლებელი რაოდენობით;შეგროვდეს საკვები
პროდუქტი, ტკბილეული, პლაკატების დამზადება (გულთბილი გამონათქვამები და ილუსტრაციები),
სიმრერების და ლექსების მომზადება.
4. IV ეტაპი - 14 ოქტომბერს ბენეფიციართან სახლში
სტუმრობა ტანსაცმლის და პროდუქტების მიტანა და შეგროვილი, საკვები პროდუქტისა და ტკბილეულის მიცემა,
სიმღერების ლექსების მოხუცებისათვის წარდგენა. დამზადებული პლაკატების საჩუქრად დატოვება.
5. V ეტაპი-.პროექტის შეფასება -შედეგებზე დაყრდნობით სკოლის ადმინისტრაციის,
მასწავლებლებისა და მშობლებისათვის რეკომენდაციების
შემუშავება. „მრგვალი მაგიდა“
განხორციელების გზები -
1.
პროექტის
იდეისა, მიზნისა და ამოცანების დამუშავება;
2.
მშობელთა
კრების მოწვევა;
3. სამუშაო შეხვედრები მოსწავლეებთან მასწავლებლებსა
და სკოლის ადმინისტრაციასთან პროექტის არეალის გაფართოების მიზნით;
4. პროექტის ეტაპებზე პასუხისმგებელი პირების შერჩევა;
5. მონიტორინგის
ჯგუფის შერჩევა;
6. აქტივობათა
პრაქტიკული განხორციელება:
ა) ტანსაცმლის
შეგროვება;
ბ) პროდუქტის
შეგროვება;
გ) ტანსაცმლის მიტანა სკოლაში;
დ) მრავალშვილიან დედასთან სახლში ტანსაცმლის, საკვები პროდუქტისა და ტკბილეულის მიტანა.
ე) საბოლოო შეხვედრა - პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან
პროექტში მონაწილე მშობლები, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია;
ვ) პროექტის შედეგებზე დაყრდნობით სკოლის მასწავლებლებისა
და მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.
მოსალოდნელი მოკლევადიანი
შედეგები:
მოსწავლეები დაინახავენ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გამოვხატოთ სითბო და თანადგომა იმ
ადამინების მიმართ, რომლებიც თავს მიტოვებულად და მარტოსულად გრძნობენ. ამავე დროს
დაინახავენ, რომ საზოგადოებრივი საქმე ყველასათვის მნიშვნელოვანია და აქ ყველა ერთსულოვანი
უნდა იყოს; იგრძნობენ პასუხისმგებლობას და საკუთარ წვლილს შეიტანენ მრავალშვილიანი
დედების დახმარების საქმეში.
მოსალოდნელი გრძელვადიანი
შედეგები:
პროექტი ხელს შეუწყობს ტოლერანტობისა და ემპათიის გამოწვევას,
სხვისი გასაჭირის გაზიარებას. პასუხისმგებლობის გრძნობისა მქონე მოქალაქის ჩამოყალიბებას.
რესურსები
ტანსაცმელი, საკვები პროდუქტი, ტკბილეული. ელექტრონული
- Word, Power Point.
საკანცელარიო - თაბახის ფურცლები, საპრეზენტაციო ქაღალდი,
მარკერები;
ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა.
პროექტის შეფასება
შედეგი გაიზომება
გაზომვადი:
1. შეგროვებული ტანსაცმლის რაოდენობით;
2. შეგროვებული პროდუქტის რაოდენობით;
3. პროექტში მონაწილე მოსწავლეების რაოდენობის მიხედვით;
4. პროექტში მონაწილე მშობლების რაოდენობის მიხედვით.
5. მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ამ საკითხთან დაკავშირებით
„მრგვალი მაგიდა“.
დაკვირვებით:
მასწავლებლის მიერ პროექტის ეფექტურ მიმდინარეობაზე განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე;
პროექტის მიმდინარეობის
მონიტორინგი -
შიდა მონიტორინგი - მასწავლებელი აკვირდება მატერიალური
პროდუქციის შეგროვებისა და დარიგების პროცესს;
გარე მონიტორინგი - ადმინისტრაცია აკვირდება პროექტის
მიმდინარეობასა და შედეგებს.
შესაძლო რისკები: შეიძლებოდა, მშობლებს ან ბავშვებს უარი განეცხადებინათ
მარავალშვილიანი დედასთან წასვლაზე ან ტანსაცმლის
და პროდუქტის შეგროვებაზე, რომ დავხმარებოდით მათ. ან კიდევ დროში გაწელილიყო და ვერ
მოგვესწრო 14 ოქტომბრისთვის მობილიზება.
პროექტის კალენდარი
|
აქტივობის დასახელება
|
27.09.19
|
01.10.19
|
07.10.19
|
15.10.19
|
21.10.19
|
|
1.პროექტის იდეისა,
მიზნისა და ამოცანების დამუშავება
|
X
|
|
|
|
|
|
2.პროექტის ეტაპებზე
პასუხისმგებელი პირების შერჩევა;
|
|
X
|
|
|
|
|
3.შეგროვდეს საკვები პროდუქტი, ტკბილეული, პლაკატების დამზადება
(გულთბილი გამონათქვამები და ილუსტრაციები), სიმრერების და ლექსების მომზადება.
|
|
|
X
|
|
|
|
4.14 ოქტომბერს ბენეფიციართან სახლში
სტუმრობა ტანსაცმლის და პროდუქტების მიტანა და შეგროვილი, საკვები პროდუქტისა და ტკბილეულის
მიცემა, სიმღერების ლექსების მოხუცებისათვის წარდგენა. დამზადებული პლაკატების საჩუქრად
დატოვება.
|
|
|
|
X
|
|
|
„მრგვალი მაგიდა“
|
|
|
|
|
X
|
ფოტოების გამოქვეყნებაზე ნებართვა ავიღე მშობელთა კრებაზე
ხელმოწერა: ნათია
გოგნიაშვილი
21.10.2019 წ.





















